17/05/2025
17:14

უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ, გაიზიარონ ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
მისი თქმით, ტრადიციული ფასეულობებისთვის ბრძოლა გრძელდება და „ეს ბრძოლა არ არის იოლი“.
„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა ყველას მივულოცო, ვინც მსვლელობას შეუერთდა. ასევე, მრავალი ადამიანი იყო, ვინც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას.
ასევე, უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ, გაიზიარონ ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მათ მინდა ვუსურვო, ასევე, ჩვენს თავს ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილე. ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის, ეს ბრძოლა არ არის იოლი, არის ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებს, ყალბ ფასეულობებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლონ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დასაცავად. მინდა დღეს, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0