
მთელი წლების განმავლობაში რასაც ვლაპარაკობდით, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი. ეს არის ის სინამდვილე, რომელიც შექმნილია ევროპაში, უარყოფითი ტენდენციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რაზეც დღეს საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ განცხადებაზე, სადაც ტრამპი ამბობს: „სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და უნდა მოხდეს რეფორმირება, მე მსურს ეს“.
ირაკლი კობახიძის თქმით, იმედოვნებს, ევროკავშირი თავის თავში იპოვის ძალას რეფორმირებისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება.
„ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც ვლაპარაკობდით, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის რეალურად ის სინამდვილე, რომელიც შექმნილია ევროპაში. ეს არის ის უარყოფითი ტენდენციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რაზეც დღეს საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროპა, ევროკავშირი თავის თავში იპოვის რეფორმირების ძალას. რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ. რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას უკვე მომავალი დაგვანახებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0