
წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება, მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინცინდენტებმა, აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინცინდენტები არ მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოყენებული იქნება მაქსიმალური ძალა, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.
„წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. მაგალითად, იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, ხაბეიშვილის შემთხვევა, და იყო ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო.
რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინცინდენტი არ მოხდეს. ასეთი ინცინდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ასე იყო წინა შემთხვევაშიც - მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინცინდენტებმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინცინდენტები არ მოხდეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0