ირაკლი კობახიძე - სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით
A-
+A

სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს წარმატებით ოპერირებს 30-მდე კომპანია სინგაპურიდან.
„დაახლოებით 30-მდე კომპანიაა სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გავუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
0
0
29
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
მე-2 ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა
23/07/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%