
26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში, საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე.
„შეკრების გამართვა ყველას შეუძლია. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი, მასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და შეკრების ორგანიზატორებს ამის გამო შესაბამისი პასუხი გაეცათ. რაც შეეხება შეკრების გამართვას, ჩვენს ქვეყანაში შეკრების გამართვა ყველას შეუძლია. პირიქით, მგონი, კარგიც იქნება, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0