
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის − ენერგეტიკის, საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების სფეროებში.
საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
0
0