10/06/2026
14:21

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა.
„მხოლოდ გასული ექვსი თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხუთი მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა ექვსი შეთანხმება.
2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში – 45%-ით გაიზარდა.
დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0