
ვიზიტის ფარგლებში გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. პირველ რიგში, დაველოდებით მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში პიტერ ანდრეოლის ვიზიტს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა.
„ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოვხატეთ ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას, მოხარულები ვართ, რომ ბოლო დროს არის დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
0
0