
პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებთან შეხვედრაზე ბევრი საკითხი გამოიკვეთა, გავიარეთ სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული გეგმები.
„განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში. ბევრი საკითხი გამოიკვეთა. ასევე, გავიარეთ ჩვენი სამომავლო გეგმები ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, დავსახეთ კონკრეტული გეგმები და გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში, კობახიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ამის დიდი ინტერესი აქვთ.
„რა თქმა უნდა, ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა მომავალში უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობის სწორად დაგეგმვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0