ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
A-
+A

ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები.
„ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები. იყო სამი სხვადასხვა კამპანია. როდესაც ვერ მიაღწიეს საქართველოს ომში ჩართვას, სამი სხვადასხვა რუსოფობიული კამპანია ჰქონდათ, ჯერ კიდევ 2022 წელს. პირველი კამპანია დაიწყეს ომის დაწყებისთანავე, მეორე კამპანია დაიწყეს მაშინ, როდესაც პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია და მესამე კამპანია დაიწყეს 2022 წლის ტურისტიული სეზონის დროს დ აყოველ ჯერზე ამას ააქტიურებდნენ. მიზანი პროვოკაციების მოწყობაა. ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას.
ჩვენ ამ კამპანიებს ეფექტურად დავუპირისპირდით და ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ ტურიზმის შენარჩუნება. კრუიზი რომ შემოვიდა ბათუმში და ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, ვერაფრით ვერ ახსენით, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ ტურისტსა და ლარსიდან, ხმელეთით შემოსულ ტურისტს შორის. ვერ ახსენით, მაგრამ კამპანია გააჩაღეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0
25
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%