
კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს. მგონი, სჯობს, დავასვენოთ, ისედაც გადის პენსიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კერძოდ, პრემიერს კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გერმანიის ელჩმა აღნიშნა: „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“.
კობახიძის შეფასებით, „ფიშერის განცხადებები დიდად საინტერესო არ არის“.
„მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები, როგორც წესი, ისე არ ხდება ხოლმე. სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის თქვა, რაც გულში უდევს“, – აღნიშნა კობახიძემ.
0
0