
გახსოვთ, კონკრეტული ადამიანები იყვნენ საქართველოში გმირებად გამოცხადებული კონკრეტული ჯგუფების მხრიდან. ესენი არიან რადიკალური ჯგუფები. ახლა ამ ადამიანების დიდი ნაწილი, ზოგი კორუფციაშია მხილებული, ზოგი – სხვა გადაცდომაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დავით არახამიას ოფისში ჩხრეკის ჩატარებისას რაც, სავარაუდოდ, უმაღლესი რადას დეპუტატების მოსყიდვის საქმეს უკავშირდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდა ქართულ საზოგადოებას.
„ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით სიმართლეს ქართულ საზოგადოებას. აქაც ირკვევა, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თურმე ის ყოფილა სიმართლე. კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები. ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში. ჩვენთვის მთავარია, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და მთავარია, ყველგან გავარკვიოთ, სად არის სიმართლე. ვინც არ უნდა ამბობდეს სხვა რამეს, მთავარია, სად არის სიმართლე. თავის დროზე განსხვავებული დამოკიდებულება იყო უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებების მიმართ, ნებისმიერი მათი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები ამოძრავებდათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026