
იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითი“ ეფუძნებოდა სამ ძირითად ცენტრს, ეს იყო თავის დროზე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია, ბრიტანული ბიუროკრატია და ევროკავშირის ბიუროკრატია.
„დღეს აშშ-ში წარიმართება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის და ასეთ პირობებში, მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი“ იყენებს პირველ რიგში, ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს და შესაბამის ბიუროკრატიას, რასაც ყველა ძალიან კარგად ხედავს, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. ხედავთ, რომ სწორედ ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია გამოიყენება ყველაზე აქტიურად თავდასხმებისთვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0