
ყველა ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არის არათუ მძიმე მდგომარეობაში, სისტემა უმძიმეს მდგომარეობაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თვალსაჩინოა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები.
„ჩვენ წამოვიწყეთ რეფორმა, განვსაზღვრეთ შვიდი პრობლემა, შვიდი გამოწვევა და ამის საფუძველზე განვსაზღვრეთ შვიდი პასუხი კონკრეტულ გამოწვევებზე. გამახსენეთ, რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა ვინმე რაიმე კონკრეტული წინადადებით, კონსტრუქციული გზავნილებით, ასეთი არაფერი. იყო ერთადერთი უხეში, ზოგადი განცხადებები ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, თუ ვინმეს რამე არგუმენტი ექნება იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს ან არ უნდა გაკეთდეს. მაგალითად, ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, თუ არ უნდა გაუმჯობესდეს. რესურსების ოპტიმიზაცია არის საჭირო, აქ არ იგულისხმება კადრების ოპტიმიზაცია, ზოგადად საუბარი ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია არის, თუ არ არის საჭირო. არის თუ არა აუცილებელი, რომ ისედაც მწირი ადამიანური რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. თუ არ არის საჭირო, შეგვიძლია, ამაზეც იმსჯელოთ. გვაქვს თუ არა სახელმძღვანელოები ძირითად საგნებში, ვიმსჯელოთ ამაზე. საუბარი რომ არის ბრენდებზე და ა.შ. აქ მთავარია, რომ ამდენი წელი გავიდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მანამდეც მუშაობდა განათლების სისტემა და დღემდე, მაგალითად, იურიდიული მიმართულება რომ ავიღოთ, ძირითად საგნებშიც ნახევარზე მეტში არ გვაქვს მაღალი სტანდარტების სახელმძღვანელოები. ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ, მზად ვარ, ოპონენტებთან ვისაუბრო ამ თემებთან დაკავშირებით. იმდენად თვალსაჩინოა პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები, ვფიქრობ, ძალიან მყარია ჩვენი არგუმენტები, მეორე მხარეს არის ცარიელი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დეტალიზაციის და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
6 თებერვალს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
04/02/2026