
თუ რაიმე არ ეშლება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ინვესტიციები და სხვათა შორის არა მარტო ბიზნესში, რაც შეეხება ჩემში ინვესტიციას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ მას ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან და ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა საკუთარ გუნდს და იმ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ ის ყოველ ჯერზე იყო საარჩევნო შტაბის უფროსი და გახარიას პარტიის საარჩევნო შედეგი 2024-დან 2025 წლამდე განახევრდა.
„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ცუდ ინვესტიციას, თუ რაიმე არ ეშლება ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს არის ინვესტიციები და სხვათა შორის არა მარტო ბიზნესში. რაც შეეხება ჩემში ინვესტიციას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან. მას შემდეგ მას ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან და ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა საკუთარ გუნდს და იმ პრინციპებს, რომლითაც შემოვიდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მას შემდეგ ყოველ ჯერზე ვიყავი საარჩევნო შტაბის უფროსი და ყოველ ჯერზე დაგამარცხეთ არჩევნებში და თქვენი საარჩევნო შედეგი 2024-დან 2025 წლამდე განახევრდა. ამ თქვენი აგენტურული და მოღალატეობრივი საქმიანობით მოახერხეთ და ერთ წელიწადში 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე განახევრეთ საკუთარი ამომრჩეველი, რაც დადასტურდა მუნიციპალურ არჩევნებში თან კონკურენტი არ გყავდათ, კონკურენტი არ გყავდათ ოპოზიციიდან, „ლელოს“ და ერთი-ორი პარტიის გარდა და გაგინახევრდათ თქვენი საარჩევნო შედეგი. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი შედეგი, თქვენ გაინახევრეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0