
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
მათივე ცნობით, აღინიშნა დიალოგის ხელშეწყობისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიოში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფისთვის.
„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე, ასევე გაერო-ს ძირითადი პრინციპების, ღირებულებების, ისევე, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გატარებულ რეფორმებზე. პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
0
0