
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრება ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის გახსნის პლენარულ სესიას, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის
0
0