
ეუთოს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან გამოხატა მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
"დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტზე მქონდა პატივი ნაყოფიერი დისკუსიები მქონოდა ეუთოს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ფერიდუნ სინირლიოღლუსთან. შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საუბრისას გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთოს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს პრემიერი.
1
0