
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბევრი მომიტინგე, მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, დღეს ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია და პროცესი გაგრძელდება.
„ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ყველას შევახსენეთ 4 ოქტომბრამდე ისიც, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები და დამნაშავეები. შესაბამისად, ბევრი მომიტინგე, მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს. დღეს ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირის ამოცნობა უკვე მომხდარია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ნაწილი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონში გაიქცა და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0