
დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
„დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რეზი სოხაძეს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026