
ჩვენი შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა, რისთვისაც მოქალაქეებს მადლობას უხდის.
„ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო მილიონ 200 ათასმა ამომრჩეველმა, რაც პრინციპულად არის თანხვედრაში 2014 და 2017 წლების არცევნების აქტივობის მაჩვენებლებთან. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამომრჩევლის ხმას შეაქვს თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ არჩევნებიც ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამომრჩეველს აქვს საშუალება, თავისუფალ გარემოში გააკეთოს არჩევანი. ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს, როგორც მერის,ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლის ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0