
მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ახალაიას დაკავებაზე სააუბრისას.
მისივე თქმით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებს სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე.
„ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს, ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას. ჩვენთვის პრიორიტეტია ზოგადად, კანონის აღსრულება, ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო და ერთ-ერთი ასეთი არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. 4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული. ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამ დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, იყვნენ კონკრეტული ორგანიზატორები და როგორც დღეს დამატებით დაზუსტდა, ორგანიზებაში მონაწილეობდა ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია. დანარჩენს დააზუსტებს გამოძიება. მძიმე ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში და იცით, რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ამ გამოძიებიდან ირკვევა, რომ ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მათ სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ეს ყველაფერი. ამას აქვს მათ შორის, პრევენციული მიზანი - ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0