
ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამერიკული ადმინისტრაციის პოზიციას და არათუ ვიზიარებთ, პრაქტიკულად, სწორედ, ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპული ღირებულებების დეგრადაციაზე აშშ-ის დეპარტამენტის პოზიციას შეეხებოდა.
მისივე თქმით, განცხადებებში სრული თანხვედრაა და საქართველო სრულად იზიარებს ამერიკული ადმინისტრაციის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ ვემთხვევით ერთმანეთს. ჩვენ ვსაუბრობდით იმ სინამდვილეზე, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ევროპის კონტინენტზე და ახლა იმავეს იმეორებს ამერიკული ადმინისტრაცია. აქ არის სრული თანხვედრა და ამ განცხადებებსაც, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ,“- განაცხადა პრემიერმა.
0
0