
4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტს და იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ინტერესი აქვთ.
„რასაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები. მინდა შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ასე შემდეგ, ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესდება. აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი. აქედან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტული ინტერესი აქვთ“,- განაცხადა კობახიძემ.
0
0