
დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესის შესახებ განაცხადა.
პრემიერის თქმით, დამხობის აქციას როცა აანონსებ, ყველაფერი დღესავით ნათელია.
„დაანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია – დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები, კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, ექს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0