
თამაზ ბორაშვილი თავისი საქმის პროფესიონალია, უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ამ სამსახურს სათავეში უდგება ადამიანი, რომელსაც 21-წლიანი სტაჟი აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი კადრი თავად ინსტიტუციისთვის არის მნიშვნელოვანი.
„მის მაღალ პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ. ის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია. მას წარმატებას სულითა და გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ეფექტური იქნება. დღეს მისი სიღრმისეული, დეტალური და პროფესიული ხედვა ყველამ მოვისმინეთ.
რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მათ შეფასებას, დამერწმუნეთ, მთავარია, ინსტიტუცია მუშაობდეს გამართულად და მას სათავეში პროფესიონალი ედგას. საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კადრი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ამ საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს“,- განაცხადა კირცხალიამ.
0
0