
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევა მედიასთან შეაფასა. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გერმანიამ ელჩის მიმართ სუბიექტური კითხვები უნდა დასვას.
„გერმანიის მხრიდან სწორი იქნება, რომ მსგავსი ელჩი არ მოღვაწეობდეს იმ ქვეყანაში, რომელთანაც პარტნიორული და თბილი ურთიერთობა უნდა. დაისვას ის სუბიექტური შეკითხვები მის [პეტერ ფიშერი] მიმართ, თუ რატომ ახალისებდა ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, რატომ ერეოდა ასე უხეშად და თავხედურად ქვეყნის შიდა საქმეებში, თუ რატომ იყო პირდაპირ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, სწორი იქნება ჰკითხონ, რატომ აკეთებდა განცხადებებს და აწყობდა ფორუმებს შეურაცხმყოფელი ბანერების ფონზე და მარტივი კითხვა - რატომ იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიული წევრი“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
0
0