
ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.
„ჯაჭვურად ეწყობა ე.წ. ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ის სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში], სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
0
0