07/10/2021
15:19
საზოგადოება
„პრემიერმა თავისი წერილით დაადუღა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ესენი წივიან - სააკაშვილის პოლიტპატიმრობა აღიარაო. პირიქითაა ასინეთა ეგ, პირიქით... სააკაშვილი არის პატიმარი პოლიტიკოსი, რომელსაც სისხლის სამართლის უამრავი დანაშაული მიუძღვის არამხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ ქვეყნის წინაშე. პრემიერობის პირველ ვადაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხის გზას გაუყენა - მერაბიშვილი, ახალაია და მათი არაერთი მწამებელი ზონდერი. მეორე ვადაზე ქარდავა და „მაოხრებელი გზირი“ სააკაშვილი. ჰო და რა მინდოდა მეთქვა - ვერ მიიღებთ მისგან ლოიალობას, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მიშასთან ერთად სისტემური დანაშაულები გაქვთ ჩადენილი! P.S წერილის პოლიტიკურ კონტექსტს რაც შეეხება, მთავარი ისაა, რომ პრემიერმა დეკლარირებულად გამცნოთ - ნაძირალათა თავშესაფარი პოლიტიკა ვეღარ იქნება!! - წერს ზურაბ ქადაგიძე.
0
0