24/05/2023
15:23
პოლიტიკა
რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო კატარში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა:
“საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში უბრალოდ ამაზრზენი განცხადება გააკეთა. მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, წუწუნებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს (თუმცა სინამდვილეში ბრუნვა იკლებს) და ესაა ერთგვარი მიზეზი საქართველოსთვის, რომ გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან. რა თქმა უნდა, მან “უკრაინელი პოლიტიკოსები” დაადანაშაულა, რომ მათ სურთ “საქართველო კონფლიქტში ჩაითრიონ”.
ირაკლი, თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს გამოვასწოროთ, თქვენ კი თქვენ ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ მიათრევთ, რომ მან ყველაფერი დაიკავოს.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვაჭრობას შეეხება – ირაკლი ყიდის თავის თავს რუსეთის საელჩოში და მას სურს, რომ მთელი საქართველო ასე მოიქცეს”
0
0