28/07/2023
11:00
პოლიტიკა
„ჩაინა დეილი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრის შესახებ წერს.
როგორც ჩინური გამოცემა იუწყება, სი ძინპინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ჩენგდუში შედგა.
„ჩინეთსა და საქართველოს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყრაბიდან დღემდე ორმა ქვეყანამ განამტკიცა პოლიტიკური ურთიერთნდობა და მიაღწიეს დიდი წარმატებას სხვადასხვა სფეროში თანამშრმლობის კუთხით“, – განაცხადა სი ძინპინმა.
„ჩაინა დეილის“ ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს.
„ეს არის ახალი საწყისი წერტილი, ჩინეთმა და საქართველომ უნდა დაგეგმონ ურთიერთობების სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივით, ხელი შეუწყონ სტრატეგიული პარტნიორობის ჯანსაღ, მდგრადი განვითარებას, მისცენ ბიძგი ორი ქვეყნის განვითარებასა და აღორძინებას“, – განაცხადა სი ძინპინმა.
0
0