
რამდენიმე წუთში, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.
მმართველ გუნდში დოკუმენტს პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ მოხსენება ორიენტირებულია უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები, ამ ანგარიშს, წარუმატებლობის წარმატებულ გასაღებად აფასებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტში ბევრი სიცრუე და მანიპულაციაა.
მთავრობის მეთაურის მოსმენა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება. რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური 70 გვერდიანი მოხსენება, საკანონმდებლო ორგანოს ერთი თვის წინ, წერილობით წარუდგინა.
ამასთან, საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025