29/11/2023
10:49
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მატუშ ბუშოვსკისთან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია.
ირაკლი ღარიბაშვილმა მატუშ ბუშოვსკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა ახალ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
0
0