28/07/2023
10:29
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სი ძინ პინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა სიძინპინს „სარტყლის და გზის გლობალური ინიციატივისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„ბატონო პრეზიდენტო, უდიდესი პატივი დასიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ესჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიანდიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის.
მახარებს, ასევე, 2023 წლის მსოფლიოსაზაფხულო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნითცერემონიაზე დასწრება აქ, ქ. ჩენგდუში, ჩინეთში.ამიტომ კვლავ მოგახსენებთ მადლობას.ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენიმთავრობისადმი მადლობელი ვარ ასევე ჩემიქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთიპირველთაგანი იყო, ვინც საქართველოსდამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაცაღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგდავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობებიჩვენს ორ ქვეყანას შორის.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოცმტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს.მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებულიეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.
საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთანმეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელივარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულპარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენსმიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაცმიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა დასარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის.
ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომსაქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო დაეკონომიკური კავშირების გაღრმავებისიდეისადმი მრავალი მიმართულებით დაგვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებსმოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდიმადლობა კიდევ ერთხელ“, - განაცხადაპრემიერმა.
როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისპრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, საქართველოდა ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულპარტნიორობას, რითაც ორმხრივიურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
„მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონოპრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით31-ე მსოფლიო საუნივერსიტეტო ოლიმპიადისგახსნის ცერემონიაზე დასწრება.
თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ დიდმნიშვნელობას ანიჭებთ საქართველო-ჩინეთისურთიერთობებს, აქტიურად უწყობთ ხელსორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას მაღალდონეზე ვაფასებ.
უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიურიურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად დასტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნისპოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვასფეროში თანამშრომლობის შედეგები კი -შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი დაკარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობასაერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდებამოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულებასაქართველოსთან ურთიერთობებისგანვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთშითქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდებაერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომსაქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულპარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივიურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ,რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთესგანვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნისსხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილიშევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამასვიტყოდი. მადლობა“, - განაცხადა ჩინეთისპრეზიდენტმა.
შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ჩინეთისსახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
მიღებამსოფლიო საუნივერსიტეტო ზაფხულის თამაშებისგახსნის ცერემონიაში მონაწილე ლიდერებისპატივსაცემად გაიმართა.
0
0