
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
ღარიბაშვილი სასამართლოს ეზოში მანქანით შევიდა, რის გამოც მედიამ მისი დაფიქსირება ვერ შეძლო.
ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
0
0