01/11/2021
15:12
პოლიტიკა
მთავრობის მეთაური დღეს სამიტზე სიტყვით გამოვა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს.
შოტლანდიურ ღონისძიებათა კამპუსში, სადაც კონფერენცია ტარდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გლაზგოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი არიან.
გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
0
0