ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გაემგზავრება
08/10/2021
14:51
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გაემგზავრება. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერის ბათუმში გამგზავრება 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას უკავშირდება.
„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“, – აცხადებს პრემიერი.
0
0
86764
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%