30/04/2022
15:31
პოლიტიკა
პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გააკრიტიკა. ღარიბაშვილმა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც არესტოვიჩმა თქვა, რომ "საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველები არჩევნებზე შეაფასებენ".
"ეს ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო, არც მინდა კომენტარები გავაკეთო. სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უკრაინელ ხალხთან.
მე ყველას ვარწმუნებ, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. მაქსიმუმს ვაკეთებთ უკრაინელების დასახმარებლად. საქართველო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი ხალხია ჩართული ამ პროცესში სოლიდარობის გამოსახატავად, დასახმარებლად.
ადგილობრივად ვინც ჩამოვიდა მაქსიმალურად ვეხმარებით, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვუკეთებთ. პოლიტიკოსებს რაც შეეხება, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან. ქვეყნები, ხალხი ადგილზე რჩება, ამ ყველაფერს ხელს შევუწყობთ“- აღნიშნავს პრემიერი.
0
0