
ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზურაბ ჯაფარიძეს ერთიანობასთან დაკავშირებით ყოველთვის ადეკვატური პოზიცია ჰქონდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე.
„არის ზოგიერთი პუნქტი, რომელზეც შეიძლება, კონსულტაციების შემდეგ იყოს საუბარი. მაგალითად, ახლა ძალიან ნაადრევია საუბარი რაიმე კაბინეტის წევრებზე და ასე შემდეგ. ზურაბ ჯაფარიძეს პარტიასთან შეხვედრა არ ჰქონდა, თუმცა ჩვენი პარტიის წევრებს შეხვდა და კონსულტაციები გაგრძელდება. ზურაბ ჯაფარიძეზე როდესაც ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, „გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძესთან შეხვედრები ჰქონდა „ლელო-ძლიერ საქართველოს“. განიხილავთ თუ არა „ლელოსთან“ თანამშრომლობას“, ფავლენიშვილმა უპასუხა:
„ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც გარდა იმისა, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მარტო მონაწილეობას არ დაჯერდა, არის გახარია. მან პირდაპირ განაცხადა, რომ წინააღმდეგობაში ყოფნას არ აპირებს და აპირებს, ივანიშვილის დანამატი იყოს. „ლელო“ იქნება თუ სხვა პოლიტიკური ძალები, გააჩნია მათ ქმედებებს, პოზიციას. თუ მათი სურვილი იქნება წინააღმდეგობის გარკვეულ ფორმატებში მონაწილეობა, მაშინ კარი ყველასთვის ღია უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი წარსული ქმედებიდან გამომდინარე, გააჩნია მათ მოდულს, რა იქნება მათი დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები მათ მომავალთან დაკავშირებით. ეს თუ გაირკვევა, შემდეგ ნებისმიერთან ლაპარაკი შეიძლება“.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025