
ქალბატონ თინას ჩვენ განვიხილავთ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად. სამწუხაროა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა ყველასთვის საჯაროდ იყო ცნობილი, ეთერებშიც ვსაუბრობდით, რომ ივლისის ბოლოს იგეგმებოდა სხდომის ჩატარება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ცვლილებების მთავარი მიზანი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებაა.
„პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავარი იყო ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენ შევთანხმდით დელეგატთა არჩევის წესზე, მათ შორის ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს პარტიაში განხორციელდება და ზოგადად, მთავარი მიზანი რაც ჰქონდა პოლიტსაბჭოს, ეს იყო ამ ყრილობისთვის ჩვენი წევრების, რეგიონების წარმომადგენლების მომზადება. რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭო ჩატარდა რიგიანად. რაც შეეხება ქალბატონ თინას საკითხს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ქალბატონი თინა დასწრებოდა სხდომას, თუმცა მან ვერ მოახერხა. ცნობილი იყო, რომ ივლისის ბოლოს ტარდებოდა სხდომა, საჯაროდ ეთერშიც არაერთხელ თქმულა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა დაწერილი სტატუსი, რომ ივლისის ბოლოს ჩატარდებოდა პოლიტსაბჭოს სხდომა, ამიტომ გასაკვირი არავისთვის არ იყო. ჩვენი ძალიან ბევრი წევრი რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოვიდა ამ დღისთვის და ამიტომ, ინფორმირებული ნამდვილად იყო ყველა, ზოგმა მოახერხა ჩამოსვლა, ზოგმა ვერ მოახერხა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0