
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმული და ცალკე გამოყოფილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობა, კიდევ ერთხელ არის გადმოცემული ისტორიული ჭეშმარიტება, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მთავარი მედროშეები იყვნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ასეთი გაათმაგებული ბრძოლა პარტიის და მისი ლიდერის წინააღმდეგ.
„ევროპარლამენტის რეზოლუციაში ორ რაღაცას მინდა, გავუსვა ხაზი. პირველი, რეზოლუცია ეხება ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომელიც ციხეშია, კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული და ცალკე გამოყოფილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობა. კიდევ ერთხელ არის გადმოცემული ისტორიული ჭეშმარიტება, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მთავარი მედროშეები იყვნენ და სწორედ ამის გამო აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას. სწორედ ამიტომაც მიმდინარეობს ასეთი გაათმაგებული ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ. გარდა ამისა, რეზოლოუციაში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, არ არის ორაზროვნება, რომ ნუ შეუწყობთ ხელს სტატუსკვოს შენარჩუნებას და ივანიშვილის რეჟიმის ნორმალიზებას. ევროპარლამენტი მეტი ვერაფერს ეტყვის ამ ადამიანებს. მეტი ვინღა უნდა უთხრას იმ ხალხს – პოლიტპატიმრებმა და მათმა ოჯახის წევრებმა უთხრეს; რვა პარტიამ უთხრა; სამოქალაქო ორგანიზაციებმა უთხრა; ევროპარლამენტმა უთხრა, ივანიშვილი არ ეტყვის არ შემოხვიდეთო“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0