
ჩვეულებრივ კომედიაა, რომ ევროპელი ბიუროკრატები და ევროპელები წერენ საქართველოში აქციის ტექსტებს - თქვენ თუ გჯერათ ივანიშვილის ზღაპრების, რომ ილუმინატები, მასონები, ევროპარლამენტარები წერენ ტექსტებს საქართველოში აქციებისთვის, შეგიძლიათ დაიჯეროთ. სამწუხაროა, რომ ამ ასაკში ასეთი ზღაპრების გჯერათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმად, „პრაიმ-ტაიმის“ინფორმაციით, 28 ნოემბერს დაანონსებული აქციის ტექსტი ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ეს არის არაადეკვატური ბრალდება.
„რაც შეეხება წერილს, რომელიც თითქოს რამდენიმე წუთით ადრე გამოქვეყნდა, მართლა გეუბნებით, ამის თუ სჯერა ადამიანს, მერე აღარ ვიცი, რა შეიძლება არ დაიჯეროს. თურმე ვიღაც ევროპარლამენტარები და მაღალჩინოსნები ბრიუსელში აქციის მიმართვის ტექსტებს, ეს ბრალდება თავისი არსით არაადეკვატური გახლავთ. ადამიანს თუ ამის სჯერა, რაღა ვთქვა, არ ვიცი, მაშინ, ყველაფრის დაჯერება შეიძლება.
ჩვეულებრივ კომედიაა, რომ ევროპელი ბიუროკრატები და ევროპელები წერენ საქართველოში აქციის ტექსტებს. ეს გახლავთ აბსოლუტურად არასერიოზული. გეტყვით, როგორ ხდება აქციის ტექსტის შემუშავება, ევროპელი ბიუროკრატები არ წერენ. თუ გჯერათ ისეთი საოცრებები, რომ მასონები წერენ, ალუმინატები წერენ ამ პოსტებს, არ ვიცი, მაშინ, ეს ასე არ გახლავთ. სინამდვილეში, უფრო მეტად, ერთი კონკრეტული ადამიანი წერს და შემდგომში „ჩატში“ სხვადასხვა ადამიანები ასწორებენ და მერე, ამ ტექსტის სხვადასხვა ვერსიები იქმნება ხოლმე. ეს არის [მოცემულობა იმისა] როგორ იქმნება ტექსტი, მაგრამ თქვენ თუ გჯერათ ივანიშვილის ზღაპრების, რომ ილუმინატები, მასონები, ევროპარლამენტარები წერენ ტექსტებს საქართველოში აქციებისთვის შეგიძლიათ დაიჯეროთ. სამწუხაროა, რომ ამ ასაკში ასეთი ზღაპრების გჯერათ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0