
საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინდელ ხელისუფლებას წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა.
„საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება, მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას აკეთებდნენ.
გიორგი ჩიქოვანს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: როცა საუბარია, ამ ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ეს ნიშნავს თუ არა საერთაშორისო სამართალში, რომ ამ ხელისუფლებამ,ანუ ამ ქვეყანამ დაიწყო ომი?“
კითხვის საპასუხოდ თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, საერთაშორისო სასამართლოებში ქართველი ჯარისკაცების გასამართლებლად.
„საერთაშორისო სამართალში ნიშნავს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა ჩვენი ჯარისკაცების სიმართლე დაემტკიცებინა. ეს გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. სამწუხაროდ აქამდე ამისთვის არაფერი არ გაკეთებულა და პირიქით, ბევრი რაღაცა იყო მიმობნეული, ბევრ რაღაცას ჰქონდა ხაზი გადასმული“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
0
0