
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში მომხდარ ინცინდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს იყო სამარცხვინო აღვირახსნილება პარლამენტში დეპუტატი ქალების მიმართ , ✌️(რაც დემოკრატიულ ნორმალურ ქვეყნებში დასჯადია და ამ ირაკლი ბერაიამ უთუოდ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, აქვე დავძენ რომ კვლავ ორმაგ სტანდარტში არ აღმოვჩნდეთ ობიექტურობისთივის და გავიხსენებ ახალგაზრდა უმწიფარი და " უტიფარი კომისრის" ლელოს წევრის საბა ბუაძის ,ასევე ფრიად სამარცხვინოდ აღვირახსნილი ცილისწამებით საუბრით (ტვ პირველის ეთერში) ჩემს მიმართ , ( ნუ პატრონი "მევახშეს" გამო ამჩატდა,მე მივუშვი მაშინ ცხადია განზრახ , რადგან მისი ამ "ახალგაზრდა კომისრის"ლუსტრაცია მომხდარიყო და მოხდა კიდეც და სამომავლოდ ეს კარგია, რადგან ხალხმა უკვე იცის ,ვიცით ყველამ რის გამო “რაზეა” წამსვლელი ეს ფუნთუშებზე გაზრდილი ბიჭი )ეს ისე ,ობიექტურობისთვის გავიხსენე, რადგან უეჭველად უნდა მეთქვა ობიექტურობა მოითხოვს.
რაც შეეხება დღევანდელ, მამაკაცი დეპუტატების მიერ ჩადენილ კატასტროფას - შეურაცხმყოფელ საუბარს წითლიძის და აქუბარდიას მიმართ , ამის გამო სერიოზული პოლიტიკური პასუხი უნდა მოეთხოვოთ "მამაკაც დეპუტატებს", ამ ფსკერზე ჩასულ დეპუტატებს !!!
ასე იცის “”აზელვამ ბატონებო და ორმაგმა სტანდარტმა !
სამწუხარო ამბავია! ჩემი მხარდაჭერა ანი ,თეონა“ - წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. თუმცა მოგვიანებით, ბერაიამ ბოდიში მოიხადა.
0
0
რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
10/05/2025