28/11/2024
14:35
პოლიტიკა
პირველი დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ღირებულებებს - პატრიოტიზმი, ეროვნული იდენტობის პატივისცემა, ადამიანის პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზეც მუშაობა უკვე არის დაწყებული - იქნება წინააღმდეგობა, ესეც შემიძლია წინასწარ გითხრათ, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ძალები იყვნენ ჩართული იმ არასწორი ტენდენციების ჩამოყალიბებაში, რომელიც აშკარა იყო ჩვენ ქვეყანაში მთელი ამ წლების მანძილზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა სკოლებში სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ იქნება წინააღმდეგობა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამა სკოლებში დაეფუძნოს იმ ღირებულებებს, რასაც ჰქვია: პატრიოტიზმი, იდენტობის პატივისცემა, ეროვნული და პიროვნული იდენტობის პატივისცემა.
„როდესაც ვსაუბრობთ სკოლებზე აუცილებლად უნდა შევეხო აქტუალურ თემას, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროგრამებს, სახელმძღვანელოებს. გამოვლინდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება სახელმძღვანელოებიდან და სასწავლო პროგრამიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ამოღებას, კონკრეტულად, ქართულ ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას ეხებოდა ეს ყველაფერი, რაც მიანიშნებს ზოგადად იმ მანკიერებას, რომელიც ამ სისტემაში იყო დანერგილი. ეს ყველაფერი არის იმ ე.წ ლიბერალური ტენდენციების გამოვლინება, რომელიც საქართველოში ღრმად იდგამდა ფესვებს 2004 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით, ეს ტენდენცია საგრძნობი იყო განათლების სფეროში და ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას კონკრეტული ძალები მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეკნინებინათ ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს მანკიერება არის მთლიანად აღმოსაფხვრელი ზოგადი განათლების სისტემაში. ამაზე ზრუნვა არის უკვე დაწყებული. პირველი დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ, რამდენიმე თვის წინ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ღირებულებებს - ეს არის სწორედ პატრიოტიზმი, ეროვნული იდენტობის პატივისცემა, ადამიანის პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზეც მუშაობა უკვე არის დაწყებული. ბუნებრივია, ამ პროგრამის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. იქნება წინააღმდეგობა, ესეც შემიძლია წინასწარ გითხრათ იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ძალები იყვნენ ჩართული იმ არასწორი ტენდენციების ჩამოყალიბებაში, რომელიც აშკარა იყო ჩვენ ქვეყანაში მთელი ამ წლების მანძილზე. იქნება წინააღმდეგობა, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამა სკოლებში დაეფუძნოს სწორედ ამ ღირებულებებს, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი, იდენტობის პატივისცემა, ეროვნული, პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0