
სატარიფო პოლიტიკას გარდამავალი ხარჯები და პრობლემები მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვენიერი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუშინ „ისტორიაში უდიდესი დღე“ იყო და „საქმეები ძალიან კარგად მიდის“.
"იქნება გარდამავალი ხარჯები და პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ეს მშვენიერ რამედ იქცევა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ბევრი წლის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ დავუშვით ის, რომ სიტუაცია კონტროლს გასცდა და ზოგიერთ ქვეყანას საშუალება მივეცით, რომ ჩვენს ხარჯზე ძალიან დიდებული და ძალიან მდიდარი გამხდარიყო. მე არ ვაპირებ, რომ ეს დავუშვა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო თავისი კაბინეტის წევრები და განაცხადა, რომ ვინც ამ მაგიდასთან სხედან, „ყველა არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს“.
„ყველას სურს, მოვიდეს და გარიგება დადოს ტარიფების შესამცირებლად“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ჩინეთთან დაკავშირებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ელოდება რამე სახის შეთანხმებას.
„ვნახოთ, რა მოხდება ჩინეთთან. ჩვენ გვსურს, რამე შეთანხმების მიღწევა. მათ ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი ქვეყნით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათ გაგვძარცვეს. ჩვენ მხოლოდ ყველაფერს ახალ ფორმას ვაძლევთ. ჩვენ ვაწესრიგებთ მაგიდას და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კარგად თანაცხოვრებას. მე დიდი პატივისცემა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ. ის, ნამდვილი გაგებით, ჩემი მეგობარი იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მე მჯერა, რომ საბოლოოდ რაღაცას მოვიფიქრებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. მოუთმენლად ველიდები ამას“, - განაცხადა ტრამპმა.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025