იქნებ ღირდეს ბიზნესის მონაწილეობით თავისუფალი მედიის გადარჩენის ფონდის შექმნაზე ფიქრიც - რომან გოცირიძე ტელევიზიების დახურვის საფრთხეზე საუბრობს
A-
+A

ღიად უნდა ითქვას, რომ ტელევიზიები დახურვის პირას არიან და რომ მათი გადარჩენის გზებზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ. ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პირველ რიგში ეს ბიზნესს ეხება.
"ის, რომ ბიზნესს დასჯის ეშინია, არ ამართლებს მათ უმოქმედებას. არც ისაა გამორიცხული, რომ როცა ეკრანს უყურებენ და გადაცემები ჩვეულებრივად გადის, მოსალოდნელ საფრთხეს ვერ ხედავდნენ. ტელევიზიებმა პირდაპირ უნდა თქვან მოსალოდნელი დახურვის შესახებ. ხელისუფლებამ ისედაც ყველაფერი იცის და ძალას არ აკლებს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისუფალი მედიის განადგურების საქმე.
როცა პარტიები და კრიტიკული მედია თავისუფლად ფინანსდება და დასჯის შიში არ არსებობს, ეს დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.
როცა რეკლამის განთავსებისაც კი გეშინია, ეს უკვე საგანგაშოა.
მცირეოდენი სამოქალაქო გამბედაობის გამოჩენა არ აწყენდა ჩვენს ბიზნესს. მიიტანონ რეკლამა კრიტიკულ მედიაში, დაეხმარონ ფინანსურად რა ფორმითაც შეუძლიათ, თორემ ბოლოს დარჩებიან მარტოდმარტო რეპრესიული მანქანის პირისპირ. ჯერ კიდევ თუ არ მიუკაკუნებიათ მათ კარებზე, ამას მედიას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა უმადლოდნენ.
გარდა ინდივიდუალური მხარდაჭერისა, იქნებ ღირდეს ბიზნესის მონაწილეობით თავისუფალი მედიის გადარჩენის ფონდის შექმნაზე ფიქრიც. ყველა გზა უნდა იქნას მოსინჯული" - წერს რომან გოცირიძე.
0
0
63
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%