-share.jpg)
თბილისში დაგეგმილ დისკუსიას სახელწოდებით, "პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში", შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ დაგეგმილ სემინარზე საუბარი რევოლუციაზე იქნება და ეს სემინარების შინაარსშივე წერია.
"იქ, სადაც პირდაპირ არის დაანონსებული პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში, ბუნებრივია, ამ სემინარზე სიყვარულის ახსნას არავინ ასწავლის. აქ იქნება საუბარი რევოლუციაზე, ძალადობაზე, რაც ამ სემინარების შინაარსშივე წერია და ეს არის გაგრძელება ბაკურიანის სემინარების, ზურა-გირჩის, სერგი კაპანაძის მოწოდებების და სემინარების რევოლუციაზე და ა.შ. ეს ხალხი დილით რომ დგება ერთმანეთს ასე მიმართავს: "რევოლუცია მოდის? მოვა აბა რას იზამს!" ეს არის მათი შინაარსი, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ ფონდებს აფინანსებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
0
0