
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, თუ უკრაინა საქართველოს მსგავს შეცდომებს დაუშვებს, ევროკავშირმა შესაძლოა ქვეყნისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხის განხილვა დაიწყოს.
,,თუ უკრაინა ჩაერევა ქვეყნის ძირითადი ანტიკორუფციული ორგანოების - ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) - საქმიანობებში, მაშინ ერთ-ერთი მწვავე შედეგი იქნება ის, რომ ევროკავშირმა შეიძლება დაიწყოს უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხის განხილვა. ევროკავშირმა უკვე გააფრთხილა საქართველოც, რომ თუ ის დემოკრატიულ სტანდარტებს ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას შეასუსტებს, შესაძლოა ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს. ეს მუქარა შესაძლოა ამ შემოდგომაზე რეალობად იქცეს. უკრაინა ფრთხილად უნდა იყოს, რათა იგივე შეცდომები არ დაუშვას და სახიფათო გზა თავიდან აიცილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყანა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება,“ - წერს იოზვიაკი X-ზე.
One of the consequences of undermining 🇺🇦 NABU & SAPO could be that the 🇪🇺 starts looking into visa lib suspension for 🇺🇦. What started as a threat for 🇬🇪 might become reality this autumn. 🇺🇦 would do well avoiding this slippery slope.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) July 23, 2025
0
0