05/11/2021
14:14
ეკონომიკა
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო თამამ პროგნოზს აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს წინა წელთან შედარებით გაიზრდება 7.7 პროცენტით, რაც 18-ე მაჩვენებელია მსოფლიოს 194 ქვეყნის მიხედვით.
ამავე დროს, იოსებ არჩვაძე განმარტავს, რატომ იჩენენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გარკვეულ სიფრთხილეს საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 11.3 პროცენტი შეადგინა. „ვფიქრობ, მათი სიფრთხილე დიდწილად განპირობებულია ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობით, პანდემიითა და ვაქცინაციის დაბალი ტემპით. რომ არა აღნიშნული ფაქტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებული პროგნოზი, დიდი ალბათობით, ფაქტობრივზე არანაკლებ 1.5-2.0 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა...“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ თავის სოციალურ ქსელში.
0
0
გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა შეეფარდა
17/05/2024